ფეხბურთი

11:09 | 3.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" ფანები: "გლეიზერებმა კლუბისგან მილიარდი გირვანქა სტერლინგი მიითვისეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრები კლუბიდნ გლეიზერების ოჯახის წასვლას ითხოვენ და ამ მოტივით მათ გუშინ „ლივერპულთან“ მატჩიც ჩაშალეს. ფანები „ოლდ ტრაფორდის“ გარშემო შეიკრიბნენ და შემდეგ სტადიონზეც შევიდნენ, რის შედეგადაც შეხვედრა გადაიდო.

„მანჩესტერის“ ფანებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბის მართვა გულშემატკივრებმა უნდა დაიწყონ და არავის უნდა ჰქონდეს მისი ერთპოროვნულად მართვის შესაძლელობა. ისინი დახმარებას დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან ითხოვენ.

„ის, რაც „ოლდ ტრაფორდზე“ მოხდა, 16 წლის კულმინაციაა, მას შემდეგ, რაც გლეიზერების ოჯახმა კლუბი შეიძინა. ამ პერიოდის განმავლობაში მეპატრონეებმა კლუბისგან მილიარდი გირვანქა სტერლინგი წაიღეს და ჩვენ მომსწრენი გავხდით რეგრესის, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. გვჯერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამშრომელთა უმრავლესობა მხარს უჭერს გულშემატკივართა პოზიციას.

სუპერლიგის დაუსაბუთებელი შეთავაზებებისა და გლეიზერების მხრიდან ბოდიშის ფონზე, რომელსაც ჩვენ არ ვიღებთ, აუცილებელია გულშემტკივრებს გადაეცეთ „იუნაიტედის“ საკუთრების მნიშვნელოვანი წილი დამათ მნიშვნელოვანი ხმა ჰქონდეთ კლუბის მართვაში.

მთავარობამ უნდა იმოქმედოს. ეს არის პროცესის დასაწყისი, რომელიც გულშემატკივრებს საშუალებას მისცემს შეიძინონ წილი თავიანთ კლუბში. უფრო მეტიც, არცერთ კერძო აქციონერს არ უნდა ჰქონდეს საკონტროლო პაკეტი ჩვენს საფეხბურთო კლუბში, რასაც ისინი ბოროტად იყენებენ. მთავრობა უნდა იყოს, ხალხის ჩვეულებრივი ხმა“, - ნათქვამია განცხადებაში.

თეგებიმანჩესტერი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111703