ფეხბურთი

18:40 | 2.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" ფანები გლეიზერების წინააღმდეგ: ისინი სტადიონზე შევარდნენ (+VIDEO)

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები "ლივერპულთან" მატჩის დაწყებამდე "ოლდ ტრაფორდის" გარშემო შეიკრიბნენ და მოედანზეც შევარდნენ. საქმე ისაა, რომ ფანები კლუბიდან გლეიზერების წასვლას დაჟინებით ითხოვენ.

სუპერლიგის პროექტის სკანდალის შემდეგ "იუნაიტედის" ქომაგების პროტესტმა კიდევ უფრო უკიდურესი ფორმა მიიღო დაისინი თავიანთი გუნდის ბოსების წინაღმდეგ გამოდიან, რადგან მათთვის სუპერლიგა აბსოლუტურად მიუღებელი პროექტი იყო.

"მანჩესტერი" უკვე დატოვა ედ ვუდვორდმა, მაგრამ ახლა ფანებს სხვა მოთხოვნები აქვთ და კლუბის გლეიზერებისგან გათავისუფლებას ითხოვენ. ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს მათი უკიდურესი პროტესტი, ფაქტია, რომ უკან დახევას არ აპირებენ.

აქვე გეტყვით, რომ გულშემატკივრების პროტესტის გამო "მანჩესტერისა" და "ლივერპულის" მატჩი დაუდგენელი ვადით გადაიდო.

თეგებიმანჩესტერი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120906