ფეხბურთი

16:48 | 2.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდში" სანჩოს გაყიდვას არ გამორიცხავენ: "მასთან ჯენტლმენური შეთანხმება გვაქვს"

დორტმუნდის „ბორუსია“ შესაძლოა ზაფხულში ჯეიდონ სანჩომ დატოვოს. გერმანიის თასის ნახევარფინალში „ჰოლშტეინთან“ (5:0) მატჩის შემდეგ გერმანული გუნდის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა განაცხადა, რომ სანჩოსთან ჯენტლმენური შეთანხმება არსებობს და გუნდიდან წასვლა შეუძლია.

„მასთან ჯენტლმენური შეთანხმება არსებობს, ჩვენ გასულ წელს შევთანხდით. მისაღები წინადადების შემთხვევაში მან შეიძლება დაგვოტოვოს. ეს შეთანხმება არ არსებობს ჰოლანდთან მიმართებაში“, - თქვა ცორკმა.

შეგახსენებთ, ჯეიდონ სანჩო „დორტმუნდში“ 2017 წლიდან თამაშობს და 129 მატჩში 46 გოლი აქვს გატანილი. 21 წლის ინგლისელ შემტევს ყველაზე აქტიურად „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115888