ფეხბურთი

19:38 | 1.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი ისევ სცენაზეა: მოედანზე შევიდა და 10 წუთში გამარჯვების დუბლი შეასრულა

მარიო ბალოტელიმ დიდი ხნის შემდეგ საფეხბურთო სამყაროს თავი შეახსენა. იტალელი ფორვარდი სერია B-ს ბინადარ „მონცაში“ თამაშობს, რომელიც სერია A-ში გადასასვლელად იბრძვის და 35-ე ტურში უშუალო კონკურენტ „სალერნიტანასთან“ მოაგებინა.

მარიო მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 1:1 იყო და მალევე მისი ბენეფისის ჯერი დადგა. 81-ე წუთზე ბალოტელიმ სტუმრები დააწინაურა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა და საბოლოოდ „მონცამ“ 3:1 იმარჯვა. ბალოტელის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 გოლი აქვს გატანილი.

სერია B-ში ძალიან საინტერესო სატურნირო ვითარებაა შექმნილი. „ემპოლი“ 67 ქულით ლიდერია და ახლოსაა სერია A-სთან, მერე მოდიან „ლეჩე“ (61 ქულა), „სალერნიტანა“ (60) და „მონცა“ (58). სერია A-ში პირდაპირ ორი გუნდი გადავა, მესამე-მერვე ადგილოსნები კი პლეი-ოფში ითამაშებენ, მათ შორის, ორი საუკეთესო (მესამე და მეოთხე გუნდი) პლეი-ოფის მეორე სტადიაზე პირდაპირ მოხვდებიან, ხოლო მეხუთე-მერვე ადგილოსნებს მანამდე კიდევ ერთი პლეი-ოფის ეტაპი ელოდებათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109604