ფეხბურთი

21:58 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვალდესი "ბარსელონაში" დაბრუნდება

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" ყოფილი მეკარე ვიქტორ ვალდესი "ბლაუგრანას" აკადემიაში დაიწყებს მუშაობას. როგორც ესპანური გამოცემა Sport-ი იუწყება, ვიქტორი აკადემიის მეკარეთა მწვრთნელად იმუშავებს და კლუბთან ყველა დეტალი შეთანხმებულია.

ვალდესი "ბარსელონას" აკადემიაში გაიზარდა და პირველი გუნდის ღირსებას 2002 წლიდან იცავდა. 12 სეზონის განმავლობაში ვალდესმა "ბლაუგრანას" მაისურით 536 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 441 გოლი და 239 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. "ბარსას" რიგებში ვალდესმა ჩემპიონთა ლიგა სამჯერ ხოლო ესპანეთის ჩემპიონატი ექვსჯრ მოიგო.

0.114798