ფეხბურთი

20:39 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე ფერნანდეში გამოარჩიეს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ბრუნუ ფერნანდეში გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფერნანდეშს კონკურენციას თანაგუნდელი ედინსონ კავანი, რაულ ალბიოლი და ნიკოლა პეპე უწევდნენ. "რომასთან" მოგებულ (6:2) ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ბრუნუმ ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში კი პორტუგალიელს 52 მატჩში 26 გოლი და 16 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126134