ფეხბურთი

18:16 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურმა მედიამ გაავრცელა.

კუმანმა „გრანადასთან“ მატჩში მსაჯთან იკამათა და წითელი ბარათიც მიიღო. სადისციპლინო კომიტეტმა კი მისი დასჯა გადაწყვიტა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი „ბარსას“ უახლოეს ორ მატჩში „ვალენსიასთან“ და „ატლეტიკოსთან“ ვერ გაუძღვება. ორივე შეხვედრა „ბლაუგრანასთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ 71 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „რეალთან“ ერთად იყოფს, ლიდერ „ატლეტიკოს“ კი 2 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125428