ფეხბურთი

17:40 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის შესარჩევში საქართველოს ქალთა ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ქალთა ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს. წილისყრის შედეგად, საქართველოს მეტოქეებად შვედეთი, ფინეთი, ირლანდია და სლოვაკეთი ერგო. შესაბამისად, მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლა ამ ნაკრებებთან მოუწევს.

ფინალურ ეტაპზე ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ, ხოლო მეორეადგილოსნები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ, სადაც 9 ნაკრები ითამაშებს და ევროპის ზონისთვის 2.5 ადგილია გამოყოფილი - ორი ნაკრები პლეი-ოფიდან გავა ფინალურ ეტაპზე, ხოლო მესამე ნაკრები კიდევ ერთ პლეი-ოფში სხვა კონტინენტის წარმომადგენელთან ითამაშებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება და 2022 წლის ოქტომბერში დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120983