ფეხბურთი

16:18 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ თანაგუნდელებს არ ელაპარაკება და გუნდიდან წასვლა უნდა

კრიშტიანუ რონალდუს იტალიური თავგადასავალი, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება. პორტუგალიელი ფეხბურთელის „იუვენტუსიდან“ წასვლის შესახებ ხმები სულ უფრო ხშირად და აქტიურად ისმის.

Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, კრიშტიანუ უხისიათოდაა და თანაგუნდელებთან პრაქტიკულად არ კონტაქტობს. პორტუგალიელმა აგენტს, ჟორჟე მენდეშს მისთვის კლუბის მოძებნაც დაავალა.

კრიშტიანუს ხელფასი სეზონში 30 მილიონი ევროა, რაც მის სავარაუდო ტრანსფერში შეიძლება დიდი დაბრკოლება გახდეს. ადრე გავრცელდა ცნობა, რომ ის თანახმა იყო „მანჩესტერში“ გაცილებით ნაკლებ ხელფასზე გადასულიყო და ინგლისური კლუბი ამ ეტაპზეც ყველაზე რეალურ ვარიანტად რჩება.

36 წლის ფეხბურთელი „იუვენტუსმა“ 2018 წელს მადრიდის „რეალიდან“ 105 მილიონ ევროდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში მას სერია A-ში 25 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123774