ფეხბურთი

10:59 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "გოლი სასიამოვნო იყო, არც მახსოვს, ასე სწრაფად ვინმესთვის თუ გამიტანია"

უნგრული „ფეჰერვარის“ ქართველმა ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ მტკ-სთან მატჩში ბრწყინვალე გოლი გაიტანა და თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 27 წლის ფორვარდის განცხადებით, მისთვის ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„მტკ-ს წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშოთ, დამსახურებულად მოვიგეთ. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, რომ მოედანზე შესვლისთანავე შევძელი გოლის გატანა. არც კი მახსოვს, მანამდე ასე სწრაფად თუ მაქვს გოლი გატანილი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან თითქმის ორი თვის შემდეგ გავიტანე. ახლა თასის ფინალს დიდი რწმენით ველოდებით“, - თქვა ზივზივაძემ.

ქართველი ფორვარდის შემდეგ თამაშის შემდეგ კომენტარი უნგრული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იმრე შაბიჩმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ ბუდუს გოლის გამო ბედნიერია, რადგან ეს მას სჭირდებოდა.

„ჩემს სტაფთან ერთად გადავწყვიტეთ ნიკოლიში ზივზივაძით შეგვეცვალა. ბედნიერი ვარ, რომ მან გოლი გაიტანა, ეს თასის ფინალამდე ძალიან სჭირდებოდა და დარწმუნებული ვარ, ეს თავდაჯერებულობას შემატებს. ორშაბათს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, თასის ფინალი და ისტორიის დაწერა გვინდა“, - თქვა შაბიჩმა.

მოგეხსენებათ, ზივზივაძემ გოლის გატანა თამაშში ჩართვიდან 36 წამში მოახერხა. ბუდუ 75-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და მალევე თავისი გუნდი წინ გაიყვანა (2:1), ხოლო საბოლოოდ „ფეჰერვარმა“ 3:1 მოიგო.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძეს უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 8 გოლი დაუგროვდა და ამასთან 7 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. „ფეჰერვარს“ 53 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, კონფერენს ლიგაზე გასასვლელად იბრძვის. ამასთან უნგრეთის თასის ფინალშია გასული, სადაც გიორგი ბერიძის „უიპეშტს“ 3 მაისს დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ უნგრეთის თასზე ზივზივაძეს 5 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113302