ფეხბურთი

19:36 | 29.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "არ ველოდით, რომ ლა ლიგაში გალიდერების შანსი გვექნებოდა"

კატალონიის „ბარსელონა“ დღეს „გრანადას“ ლა ლიგის გამოტოვებულ მატჩში უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში „ბლაუგრანა“ გალიდერდება. როგორც მატჩის წინ რონალდ კუმანმა განაცხადა, ისინი არ ელოდნენ, რომ პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ექნებოდათ.

„გამარჯვება მნიშვნელოვანია, ამ მომენტში შეგვიძლია ჩემპიონატში გავლიდერდეთ და ახლა თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ. არ ველოდით, რომ ამ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით. ლიდერთან ძალიან დიდი სხვაობა გვქონდა, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთეთ, ბოლო 17 მატჩიდან 15 მოვიგეთ და ეს შთამბეჭდავია“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ 71 ქულა აქვს და „გრანადასთან“ გამარჯვების შემთხვევაში მადრიდის „ატლეტიკოს“ სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 1 ქულით გადაასწრებს.

0.131153