ფეხბურთი

18:11 | 29.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" აჭარული დერბი 8:1 მოიგო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში „დინამო ბათუმმა“ აჭარულ დერბიში ქობულეთის „შუქურა“ 8:1 გაანადგურა! იშვიათი ანგარიშია, არამხოლოდ საქართველოს ჩემპიონატისთვის, არამედ ზოგადად ფეხბურთითვის, მაგრამ ფაქტია, გია გეგუჩაძის გუნდმა ასე მოიგო.

არადა, თავიდან „შუქურა“ იგებდა. მე-15 წუთზე ლევან ინგოროყვამ გახსნა ანგარიში და თავისი გუნდი დააწინაურა, მაგრამ შემდეგ მოედანზე ერთადერთი გუნდი იყო - „დინამო ბათუმი“. გია გეგუჩაძის გუნდი უნაკლო იყო და პირველივე ტაიმში გადაწყდა მატჩის ბედი. ვლადიმერ მამუჩაშვილმა და გიორგი ფანცულაიამ გაიტანეს, ხოლო შუალედში ლუკაშ გროცურეკმა დუბლი შეასრულა და ავსტრიელმა საქართველოში პირველი გოლები გაიტანა.

მეორე ნახევარში ბათუმელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს. გროცურეკის დუბლის გარდა, ასევე ორ-ორი გოლი გაიტანეს გიორგი ფანცულაიამ და ჯაბა ჯიღაურმა, ხოლო შეხვედრას წერტილი გიორგი ზარიამ ულამაზესი გოლით დაუსვა.

„დინამო ბათუმს“ 11 ტურის თავზე 22 ქულა და წინ „დინამო თბილისთან“ ძალზე მნიშვნელოვანი თამაში ელოდება 8 მაისს, რომელიც ბათუმის ახალ არენაზე გაიმართება, ხოლო „შუქურა“ „სამტრედიას“ ეწვევა.

„შუქურა“ – „დინამო ბათუმი“ 1:8 (1:4)

გოლები: 1:0 ინგოროყვა (15), 1:1 მამუჩაშვილი (20), 1:2 გროცურეკი (23), 1:3 გროცურეკი (28), 1:4 ფანცულაია (43), 1:5 ჯიღაური (55), 1:6 ფანცულაია (69), 1:7 ჯიღაური (76), 1:8 ზარია (89)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130647