ფეხბურთი

16:55 | 29.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" "სამგურალში" სოსო ფრუიძის მოგებების სერია დაასრულა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში „საბურთალომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ორივე გუნდი ამ შეხვედრას ჩინებული სერიით შეხვდა - ორ-ორი მოგება.

ხვიჩა შუბითიძემაც და სოსო ფრუიძემაც „საბურთალოსა“ და „სამგურალში“ მოღვაწეობა იდეალურად დაიწყეს და ცხადია, დადებითი სერიის გაგრძელბა სურდათ. მიზანს შუბითიძემ მიაღწია, რომლის „საბურთალომ“ მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა.

ანგარიში მე-16 წუთზე დმიტრი მანდრიჩენკომ გახსნა, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე, 51-ე წუთზე იური ტაბატაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თბილისელებმა ზედიზედ მესამედ იმარჯვეს და სატურნირო ცხრილში 20 ქულით ამ დროისთვის მეორე ადგილზეა არიან, ხოლო „სამგურალს“ 12 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციაზეა.

„საბურთალო“ – „სამგურალი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 მანდრიჩენკო (16), 2:0 ტაბატაძე (51)

0.108077