ფეხბურთი

12:25 | 29.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერის“ პრეზიდენტი კონტეს დაელაპარაკება

„ინტერის“ 29 წლის პრეზიდენტი, სტივენ ჯანი, მილანში ჩაფრინდება გუნდთან შესახვედრად - გვამცნობს La Gazzetta dello Sport. ჯანი ოქტომბრის შემდეგ ჩინეთში იმყოფება, რადგან ქვეყნებს შორის მგზავრობა გართულებულია.

ჯანი პარასკევს კლუბის ბაზაზე შეხვდება გუნდის წევრებს. ის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან საგანგებო საუბარს გეგმავს მისი მომავლის შესახებ.

„ინტერი,“ შესაძლოა, იტალიის ჩემპიონი უკვე უახლოეს უქმეებზე გახდეს. თუკი თავის მატჩს მოიგებს „კროტონესთან“ და „ატალანტა“ წაიფორხილებს „სასუოლოსთან.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116152