ფეხბურთი

2:23 | 29.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "ასეთი გაშვებული გოლებით მარცხთან შეგუება რთულია"

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ისეთი გოლები გაუშვა, რომელთა თავიდან აცილება და არგაშვება შესაძლებელი იყო.

„ვფიქრობ, ამ მომენტში შედეგის გათვალისწინებით ანალიზის გაკეთება უფრო ადვილია. შედეგი, რომელიც ხასიათდება ორი დეტალით: ორი გაშვებული გოლით, რომელთა თავიდან აცილება შეიძლებოდა. რთულია მარცხთან შეგუება, როდესაც ასეთ გოლებს გაუშვებ. პირველ ტაიმში ვდომინირებდით ისეთ გუნდთან, როგორიც „სიტია“, მეორე ტაიმში კი, ვფიქრობ, რომ ორი გოლი გავუშვით, რომლებიც არ უნდა გაგვეშვა, მაგრამ ეს იყო თამაში, რომელსაც საპასუხო მატჩიც აქვს.

ეს ნახევარიფნალია. ორივე გუნდს შეუძლია ფინალში გასვლა, ვიცით, რომ ეს რთული იქნება. პირველ ტაიმში თამაშს კარგად ვაკონტროლებდით, მეორე ნახევარში კი ენერგია დაგვაკლდა ბურთის ფლობისთვის. ახლა საპასუხო მატჩისთვის ძალები უნდა აღვიდგინოთ“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, პსჟ „მანჩესტერ სიტის“ ისტორიაში მეოთხედ შეხვდა და არასდროს მოუგია. ფრანგულ გუნდს უარესი შედეგი მხოლოდ ტურინის „იუვენტუსთან“ აქვს, რომელსაც 8-ჯერ შეხვდა და ერთხელაც არ უმარჯვია. „სიტისთან“ საპასუხო მატჩი 4 მაისს, „ეტიჰად სთედიუმზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123118