ფეხბურთი

19:51 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიშეკი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს

პოლონეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და "დორტმუნდის" მცველი ლუკაშ პიშეკი კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულებს. აღნიშნული ინფორმაცია ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

პიშეკმა კარიერა "გოჩალკოვიცეში" დაიწყო და მას შემდეგ "გვარეკის", "ჰერტას", "ზაგლებიეს" და "დორტმუნდში" ასპარეზობდა. "ბორუსიას" რიგებში ფეხბურთელი 2010 წლიდან ასპარეზობს და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 378 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 64 საგოლე გადაცემა შეასრულა. კარიერის დასრულების შემდეგ პიშეკი მშობლიურ კლუბში დაბრუნდება და სამოყვარულო დონეზე გააგრძელებს თამაშს.

კარიერის განმავლობაში ლუკაში გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი ორჯერ გახდა, ხოლო სუპერთასის მფლობელი სამჯერ გახდა. პოლონეთის ეროვნული ნაკრების მაისურით პიშეკმა 66 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114724