ფეხბურთი

17:54 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი "იუვენტუსში" ბრუნდება

ტურინის „იუვენტუსში“ სავარაუდოდ ზაფხულში მასიმილიანო ალეგრი დაბრუნდება. Sportmediaset-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ტოსკანელი სპეციალისტიც დაბრუნებაზე თანახმაა.

„იუვე“ ანდრეა პირლოს სამსახურიდან იმ შემთხვევაშიც დაითხოვს, თუ კლუბს ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოაპოვებინებს და მას ალეგრი შეცვლის, რომელიც „ბებერ ქალბატონს“ 2014-2019 წლებში ავარჯიშებდა. მეორეს მხრივ, ალეგრი მზადაა იმ შემთხვევაშიც დაბრუნდეს, თუ შავ-თეთრები ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ გავლენ.

ალეგრიმ „იუვენტუსს“ 5-ჯერ სკუდეტო, 4-ჯერ იტალიის თასი და 2-ჯერ იტალიის სუპერთასი მოაგებინა, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. ის ტურინული გრანდიდან წასვლის შემდეგ უმუშევარია.

მიმდინარე სეზონს „იუვე“ ცუდად ატარებს და 66 ქულით ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ამჟამად „ბიანკონერი“ „ნაპოლისთან“ და „მილანთან“ ერთად მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116895