ფეხბურთი

12:23 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარი: "მე ყოველთვის გამარჯვება მსურს, თუნდაც "ჩელსის" წინააღმდეგ"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა ყოფილი გუნდის, „ჩელსის“ წინააღმდეგ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბელგიელი ფეხბურთელის განცხადებით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვის ეთამაშება, ყოველთვის გამარჯვება სურს.

„შედეგი შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, ან უარესი, მაგრამ ლონდონში გამარჯვებისთვის წავალთ. ფორმაში ეტაპობრივად შევდივარ, რა თქმა უნდა თამაში და მინდორზე ყოფნა მინდა. ბედნიერი ვარ, რომ ვთამაშობ.

ყოველთვის სასიამოვნოა მეგობრებთან ერთად თამაში, მაგრამ ახლა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ვარ და მასთან ერთად გამარჯვება მსურს, მნიშვნელობა არ აქვს მეტოქე „ჩელსი“ იქნება თუ სხვა გუნდი“, - თქვა აზარმა.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი „რეალს“ 2019 წელს „ჩელსიდან“ შეუერთდა. ამ გუნდების საპასუხო მატჩი 5 მაისს ლონდონში გაიმართება.

0.110755