ფეხბურთი

13:47 | 27.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

Football Italia: „თუ „იუვენტუსი“ „უდინეზესთან“ წააგებს, პირლოს გაათავისუფლებენ“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, უახლოეს ხამში, შესაძლოა, სამსახური დაკარგოს.

Football Italia-ს ცნობით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა ერთობ შეშფოთებული ყოფილა გუნდის ჩემპიონთა ლიგაში შესაძლო ვერმოხვედრის გამო და მთავრი მწვრთნელისთვის უთქვამს: თუ 34-ე ტურში „უდინეზესთან“ წააგებთ, გაგათავისუფლებთო. ასეთ შემთხვევაში, დარჩენილ ტურებში „იუვენტუსს“ პირლოს ასისტენტი, იგორ ტუდორი უხელმძღავნელებს.

პირლო ტურინულ კლუბში გასული ზაფხულიდან მუშაობს. ამჟამად „იუვენტუსი“ სერია A-ს ცხრილში 66 ქულით მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112899