ფეხბურთი

14:18 | 27.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის“ პრეზიდენტი: „ნაგელსმანი ახალი თაობის მწვრთნელია“

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი ჟურნალისტებს.

„ნაგელსმანი ახალი თაობის მწვრთნელია. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე შთამბეჭდავი კარიერა აქვს. დარწმუნებულნი ვართ, რომ იულიანთან ერთად წინ დიდი გამარჯვებები გველის.

მინდა ჰანსი ფლიკს „ბაიერნის“ სახელით მადლობა გადავუხადო. 2019 წელს მან გუნდი ძნელ პერიოდში ჩაიბარა და ექვსი ტიტული მოიგო. იმედია, მალე ამ მონაგარს მეშვიდეც დაემატება. ფლიკის ადგილი ყოველთვის იქნება „ბაიერნის“ ისტორიის წიგნებში. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ მას.“ - ციტირებს ჰაინერის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

ნაგელსმანი მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 1 ივლისიდან შეუდგება,

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109823