ფეხბურთი

10:24 | 27.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რუბინი“ კვარაცხელიას „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლის შესახებ

ყაზანის „რუბინის“ გენერალური დირექტორი, რუსტემ საიმანოვი, ჟურნალისტებს ხვიჩა კვარაცხელიას „იუვენტუსში“ 20 მილიონ ევროდ სავარაუდო გადასვლის შესახებ ესაუბრა.

„რუბინს“ ჯერ არცერთი კლუბისგან მიუღია ოფიციალური წინადადება კვარაცხელიას თაობაზე, „იუვენტუსის“ ჩათვლით“ - ციტირებს საიმანოვის სიტყვებს Metaratings.

წინა დღეებში მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, თითქოს ტურინული კლუბი ქართველ ნახევარმცველში ამ თანხას ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შემთხვევაში გადაიხდიდა.

მიმდინარე სეზონში კვარაცელიამ რუსეთის პრემიერლიგის 23 მატჩში 4 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107314