ჭიდაობა

14:51 | 26.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ: "მომავალში უკეთეს შედეგებს ვაჩვენებთ"

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთა. ვარშავაში შმაგი ბოლქვაძემ ოქრო, იაკობ ქაჯაიამ ვერცხლი, ხოლო ლერი აბულაძემ და აივენგო რიკაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

„მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან გახარებული ვარ, ყველაფერი გავაკეთე ევროპის ჩემპიონობისთვის და ეს გამომივიდა. მინდა, პირველ რიგში დიდი მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს, ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს გამარჯვებაში. საქართველოსაც ვულოცავ და ბიჭებსაც, რომლებმაც მედლები მოიპოვეს. ვეცდებით, მომავალში უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ“, - თქვა ბოლქვაძემ.

„კარგი მომზადებული ვიყავი, კარგი შეკრებები გავიარეთ, უბრალოდ ცოტა დამაკლდა ჩემპიონობამდე, მაგრამ არაუშავს, წინ ოლიმპიადაა და ვერცხლს ოქროში გადავცვლი და ოლიმპიადაზე ყველაფერი იდეალურად დამთავრდება“, - თქვა ქაჯაიამ.

„ძალიან გამიხარდა მესამე ადგილი, მაგრამ საჩემპიონო განწყობით ვიყავი და შემდეგში გამოვასწორებ ჩემს შეცდომებს და ოქროსაც მოვიპოვებ“, - აღნიშნა რიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედლით (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115412