ფეხბურთი

11:40 | 26.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგი" "ბაიერნს" ნაგელსმანის სანაცვლოდ სოლიდურ კომპენსაციას სთხოვს

მიუნხენის „ბაიერნი“ ჰანს-დიტერ ფლიკის შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთი კანდიდატი იულიან ნაგელსმანია. თუმცა, გერმანული მედიის ცნობით, „რეკორდმაისტერს“ სანაცვლოდ სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

როგორც Sky Deutschland-ი იტყობინება, „ლაიფციგი“ ნაგელსმანის კონტრაქტისგან გასათავისუფლებად 25-30 მილიონ ევროს ითხოვს. „ბაიერნის“ პასუხი უცნობია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მიუნხენელები ამ წინადადებას არ დათანხმდებიან.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ბაიერნს“ ჰანს-დიტერ ფლიკი დატოვებს, რომელმაც ამის შესახებ განცხადება ერთი კვირის წინ ოფიციალურად გააკეთა. ფლიკი „რეკორდმაისტერში“ 2019 წლის შემოდგომიდან მოყოლებული მუშაობს და გუნდს 6 ტიტული მოაგებინა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და ბუნდესლიგა.

0.111198