ჭიდაობა

23:11 | 25.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ოთხი მედალი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილთ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა. მეოთხე მედალი საქართველოს დელეგაციას აივენგო რიკაძემ მოუტანა, რომელმაც ბრინჯაო მოიპოვა.

რიკაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სომეხი მოჭიდავე კარაპეტ ჩალიანი დაჯაბნა. ქართველმა 3:2 მოიგო და მედალს დაეუფლა. აივენგომ მანამდე უნგრელი ლაშლო შაბო 3:2 და აზერბაიჯანელი ტუნჯაი ვაზირზადე 5:2 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში რუს ადლან აკიევთან წააგო (1:6).

შეგახსნებთ, დღესვე შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო მთლიანობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ანგარიშზე 4 მედალია. ბოლქვაძისა და რიკაძის გარდა, იაკობ ქაჯაიამ ვერცხლი, ხოლო ლერი აბულაძემ ბრინჯაო მოიპოვა. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115167