ფეხბურთი

20:07 | 25.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" "დინამო ბათუმს" მნიშვნელოვანი ქულები წაართვა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტური დასრულდა. დასკვნით შეხვედრაში „დინამო ბათუმმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მოულოდნელად ვერ მოიგო.

არადა, ბათუმელებმა თამაშის დაწყებამდე დიდი მოტივაცია მიიღეს, რადგან კონკურენტი „დინამო თბილისი“ წყალტუბოს „სამგურალთან“ დამარცხდა, მაგრამ საჩუქარი სათანადოდ ვერ გამოიყენა.

თამაში არც ისე სახარბიელი ხარისხის გამოდგა და ორივე გუნდს თითზე ჩამოსასთვლელი მომენტები ჰქონდა, საიდანაც მხოლოდ თითო გამოიყენეს. ანგარიში ბათუმელებმა ტაიმის ბოლოს გახსნეს და ეს ბენჟამენ ტეიდის დამსახურებაა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით აიღო ქუთათურთა კარი და ანგარიში გახსნა.

მიუხედავად ცუდი სათამაშო ხარისხისა, ბათუმელები ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 12 წუთით ადრე „ტორპედომ“ გაათანაბრა. თავი მცველმა ლუკა ქაფიანიძემ გამოიჩინა, რომელმაც თავით გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.

„დინამო ბათუმი“ 10 ტურის თავზე 19 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „ტორპედო“ ისევ მოუგებელია და მეცხრე-მეათე ადგილს 6-6 ქულით „თელავთან“ ერთად იყოფს.

„დინამო ბათუმი“ – „ტორპედო“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ტეიდი (39), 1:1 ქაფიანიძე (78)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111722