ფეხბურთი

18:11 | 25.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძის ეფექტი: "სამგურალმა" "დინამო თბილისს" მოუგო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ „დინამო თბილისის“ მოგებათა სერიას წერტილი დაუსვა. სოსო ფრუიძის გუნდმა სეზონში ალბათ საუკეთესო თამაში ჩაატარა და ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

„სამგურალმა“ „დინამოს“ 90 წუთის განმავლობაში პრაქტიკულად ყველაფერში აჯობა და შედეგი სრულიად ლოგიკური იყო. გიორგი ნემსაძის გუნდს ეროვნულ ლიგაში ზედიზედ 6 მოგება ჰქონდა, მაგრამ შუა კვრაში საქართველოს თასს „შუქურასთან“ მარცხით გამოეთიშა, რის გამოც საქმე სარეაბილიტაციოდ ჰქონდა.

თუმცა, თბილისური გუნდი უფერულად გამოიყურებოდა, ხოლო „სამგურალი“ პირიქით - ძალიან მოტოვირებული იყო და მეტოქეს ორი შესანიშნავი კონტრშეტევა გაუკეთა. ტაიმის მირუწულს ლუქმან გლიმორის დიდებული პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა სერგო კუხიანიძემ არანაკლებ ეფექტურად ითამაშა და ანგარიში გახსნა.

ფრუიძის შეგირდებმა უპირატესობა მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე გაზარდეს. ამჯერად მეკარესთან ერთი-ერთზე გიორგი ბუხაიძემ დარჩა და მანაც შესანიშნავად შეასრულა ეპიზოდი, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ფრუიძისთვის „სამგურალში“ მოღვაწეობა დიდებულად დაიწყო: ზედიზედ მესამე მოგება სულ რაღაც სამ მატჩში (ორი ჩემპიონატში და ერთი თასზე) და წყალტუბოელები 12 ქულით მეშვიდე ადგილზე არიან, ხოლო „დინამო თბილისი“ 22 ქულით პირველ პოზიციაზეა და მარცხის მიუხედავად, ლიდერობას ამ ტურის შემდეგაც შეინარჩუნებს.

„სამგურალი“ – „დინამო თბილისი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კუხიანიძე (44), 2:0 ბუხაიძე (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140154