ფეხბურთი

0:17 | 25.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" ჩემპიონობა გადაიდო, "დორტმუნდი" ოთხეულს მიუახლოვდა

მიუნხენის „ბაიერნს“ „ვერცხლის სინის“ ოფიციალურად გაფორმებულა შეეძლო, მაგრამ ბუნდესლიგის 31-ე ტურში მოულოდნელად „მაინცთან“ დამარცხდა და ჯერჯერობით ჩემპიონი ვერ გახდა.

თუმცა, ისიც ნათელია, რომ ეს მხოლოდ დროის ამბავია და „რეკორდმაიტერის“ ჩემპიონობა ერთი დღით ან ერთი ტურით გადაიდო. „ბაიერნისთვის“ „მაინცთან“ თამაში ძალიან ცუდად დაიწყო და მესამე წუთე ანგარიში ბურკარდტმა გახსნა, რომელმაც მას შემდეგ აიღო მეტოქის კარი, რაც მანუელ ნოიერი უხეშად შეცდა. ტაიმის ბოლოს რობინ ქუაისონმა სხვაობა გააორმაგა და ჰანსი ფლიკის გუნდი რთული ამოცანის წინაშე დადგა. „ბაიერნი“ მეორე ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მხოლოდ მსაჯის მეოთხე კომპენსირებულ წუთზე რობერტ ლევანდოვსკის პრესიტჟის გოლს დასჯერდა და წააგო.

ამის მიუხედავად, კვირას „ლაიფციგი“ „შტუტგარტს“ თუ ვერ მოუგებს, „ბაიერნი“ მაინც ჩემპიონი გახდება, თუ არადა მომდევნო ტურამდე მოუწევს ლოდინი.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დორტმუნდის „ბორუსიამ“ წინ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. ედინ ტერზიჩის გუნდი სტუმრად უშუალო კონკურენტ „ვოლფსბურგს“ ეწვია და ერლინგ ჰოლანდის დუბლით 2:0 დაამარცხა. შედეგად, „დორტმუნდი“ ახლა „მგლებს“ მხოლოდ 2, ხოლო „აინტრახტს“, რომელიც ლევერკუზენის „ბაიერთან“ დამარცხდა (1:3) ერთადერთი ქულით ჩამორჩება.

ასე რომ, თუ საჩემპიონო ინტრიგა თითქმის არ არსებობს, ჩემპიონთა ლიგის ორი საგზურისთვის სამ გუნდს შორის ძალზე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს.

„ფრაიბურგი“ – „ჰოფენჰაიმი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 კრამარიჩი (40), 1:1 გრიფო (81, პენ)

„მაინცი“ – „ბაიერნი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ბურკარდტი (3), 2:0 ქუაისონი (37), 2:1 ლევანდოვსკი (90)

„უნიონი“ – „ვერდერი“ 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 პოიანპალო (50), 2:0 პოიანპალო (53), 3:0 პოიანპალო(67), 3:1 გებრე სელასიე (82)

„ვოლფსბურგი“ – „დორტმუნდი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჰოლანდი (12), 0:2 ჰოლანდი (68)

„ლევერკუზენი“ – „აინტრახტი“ 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 ბაილი (70), 2:0 ალარიო (80), 2:1 ანდრე სილვა (90), 3:1 დემირბაი (90)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.166224