ფეხბურთი

16:10 | 24.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონიდ სლუცკი: "პირდაპირ გეტყვით, არსებობს შანსი, რომ კვარაცხელიამ ამ სეზონში ითამაშოს"

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აქვს შანსი, რომ მოედანზე სეზონის ბოლომდე დაბრუნდეს. ხვიჩამ ბარძაყის კუნთის ტრავმა წინა ტურში „ურალთან“ მიიღო და ამჟამად ლაზარეთშია.

„მან MRI გაიკეთა. ყოველთვის ძალიან რთულია კატეგორიულად ისაუბრო იმაზე, რა მოხდება და როგორ. პირდაპირ გეტყვით: კვარაცხელიას სეზონის ბოლომდე თამაშის შანსი აქვს“, - თქვა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში 23 მატჩში თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 4 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. სეზონის დასრულებამდე რუსეთში 4 ტურია დარჩენილი, კონკრეტულად კი 15 მაისს სრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118377