ფეხბურთი

12:44 | 24.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" დონარუმას ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება და მისი შემცვლელი დაიბევა

იტალიური „მილანი“ ჯანლუიჯი დონარუმას ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება და ახალი მეკარის ძებნაც დაწყებული აქვს. Calciomercato-ს ცნობით, „როსონერიმ“ „ლილის“ 25 წლის კარის დარაჯ მაიკ მაინანთან პირად შეთანხმებას მიაღწია.

ახლა პაოლო მალდინის მოლაპარაკება „ლილთან“ მოუწევს. თუმცა, ეს უფრო თადარიგის დაჭერის ვარიანტია, რადგან მილანელთა მთავარი მიზანია დონარუმა კონტრაქტის განახლებაზე დაიყოლიონ.

კლუბი ჯიჯოს სეზონში 8 მილიონ ევროს და პრემიებს სთავაზობს, მაგრამ ფეხბურთელი და მისი აგენტი, მინო რაიოლა გაცილებით მეტს ითხოვენ. ამიტომაც, შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა. 21 წლის კიპერს კი კონტრაქტი სულ რაღაც 2 თვეში ეწურება და არსებობს შანსი, რომ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

სწორედ დონარუმას შემცვლელად „მილანი“ ცდილობს მაინანის დაბევებას და მეკარესთან შეთანხმებასაც მიაღწია, მაგრამ კლუბთან მოუწევს მორიგება. 25 წლის მაინანი პსჟ-ს აკადემიის აღზრდილია და „ლილში" 2015 წელს გადავიდა (172 მატჩი), ხოლო საფრანგეთის ნაკრებში ერთი თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108949