ფეხბურთი

21:52 | 23.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი გულშემატკივრებს კლუბის ხემძღვანელების გადაწყვეტილების დავიწყებას თხოვს

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გუნდის გულშემატკივრებს თხოვა დაივიწყონ კლუბის ხელმძღვანელობის "მცდარი გადაწყვეტილება" სუპერ ლიგაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. "ლივერპულის" მფლობელმა ჯონ ჰენრიმ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს და კლოპს სუპერლიგასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბოდიში საჯაროდ ბოდიში მოუხადა.

"მფლობელებს ექვსი წელია ვიცნობ. იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს, როგორც ახლა, მაგრამ ეს ჩემს მათდამი დამოკიდებულებას არ ცვლის და ვამჯობინებ გავუმკვლავდე პრობლემებს იმ ხალხთან ერთად ვისაც ვიცნობ. ნამდვილად მაქვს იმედი იმისა, რომ ამის შემდეგ ჩვენსა და გულშემატკივრებს შორის დამოკიდებულება უფრო გაძლიერდება. მფლობელები სრულყოფილები არ არიან, ისევე როგორც მე და თქვენ, მაგრამ ცუდი ხალხი ნამდვილად არაა. მათ მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს, ეს სინამდვილეა, მაგრამ მოდით დავივიწყოთ. სუპერ ლიგასთან დაკავშირებით არაფერი გამოვიდა და არც მომავალში დააპირებენ მსგავსი შეცდომის დაშვებას. დარწმუნეული ვარ ამ შემთხვევით გაკვეთილს ისწავლიან." - ციტირებს Sky Sports-ი კლოპის სიტყვებს.

კლოპს ჰენრისთან სუპერ ლიგის დატოვების შემდეგ კონტაქტი არ ჰქონია. კითხვაზე იყო თუ არა პოზიტიური შედეგი ამ ტურნირის გაუქმების, გერმანელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის კრიტიკიტ უპასუხა. 2024 წლიდან ჩემპიონთა ლიგა 36 გუნდიანი იქნება და გუნდებს უფრო მეტი თამაშის ჩატარება მოუწევთ.

"ყველაზე პოზიტიური იყო ის, რომ ეს ტურნირი არ ჩატარდება, მაგრამ რაც უეფასგან მოვისმინე ეს არაა დასასრული და პრობლემის მოგვარება, ამიტომ დისკუსია გრძელდება. შენ არ შეგიძლია ახალი ტურნირი წარადგინო, სუპერ ლიგა დასრულებულია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა... 'დიდებულია, მოდი ეს გავაკეთოთ'. უეფას წარმომადგენელმა მანახა ეს პროექტი და ერთსაათიანი საუბარი გვქონდა, მე კი განვუცხადე, რომ არ მომწონს ექვსი მატჩის ნაცვლად ათი თამაშის ჩატარება. შესაძლოა უეფამ მოითხოვოს ტასის ტურნირის გაუქმება ინგლისში ან პრემიერლიგის 18 გუნდამდე დაყვანა. ამას თუ ეტყვით ჩემპიონატის მესვეურებს, ისინი უარზე იქნებიან. ვიცი მხარდამჭერებს მეტი თამაში უნდათ და მზად არიან ფული გადაიხადონ, თუმცა ჩვენ ახლაც კი ზღვარზე ვთამაშობთ." - განმარტა იურგენმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12169