ფეხბურთი

20:15 | 23.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი ჯანლუკა დი მარციოს ტალანტებში: "მეკარე, რომელიც ევროპაზე ოცნებობს"

თბილისის „ლოკომოტივისა“ და საქართელოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს საიტზე სტატია მომზადდა.

20 წლის ქართველი კიპერი ცნობილი ინსაიდერის რჩეულ ტალანტებშია და მასთან მცირე ინტერვიუც შედგა. „ევროპა მოვდივარ. მამარდაშვილი საქართველოდან დიდ კარიერაზე ოცნებობს“ - ასეთია წერილის სათაური. თავდაპირველად გიორგის იტალიელ მკითხველს აცნობენ, როგორც გამოიჩინა მან თავი საქართველოში და როგორ სწავლობის მამისგან, დავით მამარდაშვილისგან, რომელიც ვეტერანი მეკარეა, შემდეგ კი უკვე თავად ქართველი კიპერი საუბრობს:

„ბევრ რაღაცაში მაქვს მოსამატებელი, მაგალითად, ფეხით თამაში. მეკარისთვის ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კონცენტრაცია. თქვენ მამაჩემს უნდა ელაპარაკოთ, ყოველთვის მაკრიტიკებდა ამ საკითხზე. მუდმივად მეუბნებოდა, რომ ყურადღება გაფანტული მქონდა. რამდენიმე წლის წინ ჩემი თამაში არ მოსწონდა. ახლა? მხოლოდ კომპოლმენტებს მეუბნება.

ჩემი ოცნებაა, ევროპაში ვითამაშო. არამხოლოდ პოპულარობისთვის ან პრესტიჟსთვის, არამედ, რაც უფრო მაღალია დონე, მითუფრო იზრდება გაუმჯობესების შესაძლებელობა. ინგლისის, ესპანეთის და იტალიის ჩემპიონატები მომწონს. ოთხი მეკარე: ნოიერი, ალისონი, კურტუა და ბუფონი. გუნდები? ორს გამოვყოფ: „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „რომა“. იტალიიდან თუ მექნება წინადადება? ვნახოთ, მთავარია კონცენტრაცია არ დავკარგო“, - თქვა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა. 20 წლის კარის დარაჯი „დინამო თბილისის“ საკუთრებაა და „ლოკომოტივში“ მეორე სეზონია იჯარით ირჯება. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ის ერთხელ იყო გამოძახებული (ბოლო შეკრებაზე), მაგრამ არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122614