ფეხბურთი

16:28 | 23.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ამბოხებულ კლუბებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

უეფაში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რის შედეგადაც ამბოხებულ გუნდებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე გუნდები სანქციებს გადაურჩნენ.

საუბარი იყო მიმდინარე სეზონის სამი ნახევარფინალისტის ტურნირიდან მოკვეთაზე და „იუვენტუსისა“ და „რეალის“ ერთწლიან დისკვალიფიკაციაზე. ასევე განიხილებოდა შესაძლო ფინანსური ჯარიმებიც.

თუმცა, უეფაში გადაწყვიტეს, რომ კლუბები არ დაესაჯათ, ყოველშემთხვევაში ამ დროისთვის მათ სანქციები არ დაეკისრათ, მაგრამ ამავდროულად არაა გამორიცხული ამ საკითხს მომავალში მიუბრუნდეს და ჯარიმები მაინც დააწესოს.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს ევროპის 12-მა კლუბმა სუპერლიგა ჩამოაყალიბა და უეფას ზურგი აქციეს, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. საბოლოოდ, ინგლისური გუნდები გაერთიანებიდან მალევე გავიდნენ და პროექტი ჩაიშალა.

თეგებიუეფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12147