ფეხბურთი

1:35 | 23.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

უშეღავათო ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის სერია A-ში

იტალიის სერია A-ს დასრულებამდე 6 ტურით ადრე საჩემპიონო ინტრიგა პრაქტიკულად აღარ არსებობს, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლგის დანარჩენი სამი საგზურისთვის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს.

32-ე ტური ორი ძალზე საინტერესო მატჩით დაიხურა. რომში, „რომამ“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა. „ჯალოროსის“ ოთხეულში მოხვედრის იმედი თითქმის დაკარგული აქვს და მთელი კონცენტრაცია ევროპა ლიგისკენ აქვს მიმართული. „ატალანტა“ კი გამარჯვების შემთხვევაში „მილანს“ გადაასწრებდა და მეორე ადგილზე აღზევდებოდა.

ჯან პიერო გასპერინის გუნდი ერთი საათი დიდ უპირატესობას ფლობდა, მალინოვსკის გოლით იგებდა კიდეც, მერე უამრავი საგოლე მომენტი გაანიავა და ბოლოს რობინ გოსენსის გაძევების გამო მოედანზე კაცნაკლული დარჩა, რამაც „რომას“ ხელფეხი გაუხსნა და მასპინძლებმა ბრაიან კრისტანტეს გოლით გაათანაბრა, რის შედეგადაც, ქულა მას მაინც არაფერში წაადგა, მაგრამ „ატალანტამ“ კი ძვირფასი ქულები დაკარგა და გარდა იმისა, რომ „მილანს“ ვერ გადაასწრო, „იუვენტუსი“ გაუთანაბრდა. თუმცა, მეორეს მხრივ, ბერგამოელებმა „მილანთან“ ჩამორჩენა 1 ქულით და 1 ქულამდე შეამცირეს.

ტური ნეაპოლში დასრულდა, სადაც ოთხეულს მიღმა მყოფი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები „ნაპოლი“ და „ლაციო“ დაუპირისპირდნენ. თანაც, „მილანისა“ და „ატალანტას“ ქულების დაკარგვის გამო ორივეს იდეალური შანსი ჰქონდა ჩამორჩენა შეემცირებინათ. შანსი კი „ნაპოლიმ“ გამოიყენა, რომელმაც „ლაციალე“ 5:2 დაამარცხა.

უნდა ითქვას, რომ ძალიან ლამაზი გოლები გავიდა, როგორც ერთ, ისე მეორე კარში, მაგრამ ნეაპოლელებმა უფრო მეტი გაიტანეს და დამსახურებულად მოიგეს. ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ძალიან გამძაფრებულია.

„მილანი“ 66 ქულა, „ატალანტა“ და „იუვენტუსი“ 65-65, „ნაპოლი“ 63 და „ლაციო“ 58, რომელსაც ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული („ტორინოსთან“), რომელსაც თუ მოიგებს, ბრძოლაში დაბრუნდება. სეზონის ფინიშამდე კი 6 ტურია დარჩენილი და ალბათ, ბევრი საინტერესო რაღაც მოხდება.

„რომა“ – „ატალანტა“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 მალინოვსკი (26), 1:1 კრისტანტე (75)

„ნაპოლი“ – „ლაციო“ 5:2 (2:0)

გოლები: 1:0 ინსინიე (7, პენ), 2:0 პოლიტანო (12), 3:0 ინსინიე (53), 4:0 მერტენსი (65), 4:1 იმობილე (70), 4:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (74), 5:2 ოსიმენი (80)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132464