სხვა

20:23 | 22.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ჩემპიონთა ლიგა მარცხით დაასრულა

საქართველოს ჩემპიონმა წყალბურთში „დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა. დეიან სტანოიევიჩის გუნდი ბოლო ტურში უნგრულ „ფერენცვაროშს“ დაუპირისპირდა და იბრძოლა, მაგრამ გამარჯვება ვერ შეძლო.

უნგრელებმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვეს, როდესაც 8:4 დაწინაურდნენ და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმეს - 15:11.

„დინამომ“ მეორე ნახევარში მასპინძლებს მართლაც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა.

ამრიგად, „დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2 მოგებით და 8 წაგებით დაასრულა. 6 ქულა დააგროვა და ქვეჯგუფში მეხუთე-მეექვსე ადგილი „იადრანთან“ ერთად გაიყო.

„ფერენცვაროში“ – „დინამო თბილისი“ 15:11 (5:3, 4:2, 2:2, 4:4)

0.157127