ფეხბურთი

19:10 | 22.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "მეგონა ხუმრობა იყო, ევროპასა და ამერიკაში განსხვავებული სპორტული კულტურაა"

ლივერპულის „ევერტონის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ სუპერლიგის შესახებ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, თავიდან ვერ იჯერებდა და მხოლოდ ხუმრობა ეგონა.

ანჩელოტი ფიქრობს, რომ ევროპის სუპერლიგა უბრალოდ შეუძლებელი ტურნირია და ჩემპიონთა ლიგის ფორმატის გაუმჯობესება შესაძლებელია.

„თავიდან მეგონა, რომ ისინი უბრალოდ ხუმრობდნენ. ეს ხუმრობაა, რადგან არ მოხდება, ეს შეუძლებელია... ევროპაში სპორტული კულტურა განსხვავდება ამერიკული კულტურისგან. არა იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ და ისინი არასწორები, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ კულტურა განსხვავებულია. ამერიკაში სპორტი განსხვავებულია. ევროპაში ხალხი დიდი გატაცებით ვცხოვრობთ. ჩვენ სხვანაირად გავიზარდეთ. აშშ-ში ეს სპორტი არ არის. ფეხბურთი ახლა ბიზნესის ნაწილია, მაგრამ ორივე ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ.

ფეხბურთი პირველ რგში სპორტია, შემდეგ კი უამრავი ინვესტიციის წყალობით ეს ბიზნესი ხდება. ნორმალურია, რომ ორივე მხარე უნდა გავითვალისწინოთ. სუპერლიგის შესახებ ბოლო რამდენიმე თვს განმავლობაში გავიგე, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ მოხდებოდა. რა შემიძლია ვთქვა? ისინი ცდებოდნენ. ეს 12 კლუბი ცდებოდა. მათ არ გაითვალისწინეს ფეხბურთელების, მწვრთნელების და გულშემატკივრების აზრი.

რაც მთავარია, მათ სურდათ ისეთი ტურნირის შექმნა, რომელიც სპორტულ ღვაწლს არ ითვალისწინებდა, ეს მიუღებელია. ისინი შეცდნენ და მორჩა. თითოეულ ჩვენგანს სურს, რომ ჩემპიონთა ლიგა უფრო კონკურენტუნარიანი იყოს, ეს არის საუკეთესო ტურნირი მსოფლიოში. ვფიქრობ, შეუძლებელია ევროპის სუპერლიგა იმ ფორმით, რომლითაც მათ შემოგვთავაზეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი შესაძლებელია“, - თქვა ანჩელოტიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112223