ფეხბურთი

17:54 | 22.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენისა" და "ვერდერის" ექსმწვრთნელი გიორბელიძისა და ლოჩოშვილის "ვოლფსბერგერში"

გურამ გიორბელიძესა და ლუკა ლოჩოშვილს მომდევნო სეზონში „ვოლფსბერგეში“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებათ. ავსტრიული კლუბის ვებგვერდის ცნობით, გუნდს რობინ დუტი ჩაიბარებს.

გერმანელ სპეციალისტს ბუნდესლიგაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და სხვა და სხვა დროს „ფრაიბურგს“, „ლევერკუზენსა“ და „ვერდერს“ ავარჯიშებდა, ასევე იყო „შტუტგარტერ კიკერსისა“ და „ბოხუმის“ მთავარი მწვრთნელი. საზღვარგარეთ კი პირველად იმუშავებს.

დუტი საქმიანობას ზაფხულიდან შეუდგება, ამ სეზონს კი რომან სტარი დაასრულებს, რომელიც გუნდს მარტიდან ავარჯიშებს.

შეგახსენებთ, ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე „ვოლფსბერგეს“ ზაფხულში შეუერთდნენ. ლოჩოშვილმა ყველა ტურნირზე 30-ჯერ ითამაშა, ხოლო გიორბელიძის ანგარიშზე 15 თამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117253