ფეხბურთი

14:48 | 22.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი" - მიხეილ აშვეთია "ტორპედოდან" წავიდა

ქუთაისის „ტორპედო“ მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ქართველმა სპეციალისტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, დრო დადგა, რომ იმერული კლუბი დატოვოს. აშვეთიამ „ტორპედოს“ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და ახალი მწვრთნელისთვის რჩევები არ დაიშურა.

„დადგა ის მომენტი დავტოვო ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვთნელის თანამდებობა! მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც გვერდში მედგა ეს პერიოდი! გასული წლიდან მოყოლებული ბევრი პრობლემები იყო. რაც შემემეძლო ბოლომდე ვიხარჯებოდი გუნდის წარმატებისთვის! ერთი მინდა ვუსურვო ქუთაისის ტორპედოს, დალაგებულიყოს ყველაფერი როგორც ნორმალურ გუნდს შეეფერება! არ ყოფილიყოს ყოველ წელს ახალი გუნდის შენება! მადლობა გულშემატკივარს, რომელიც გვერდში მედგა! ახალ მწვთნელს წარმატებას ვუსურვებ და ერთ რჩევას მივცემ - ყველა პრობლემაზე ღიად ილაპარაკოს და მოითხოვოს რაც საჭიროა მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად.....თორემ ძალიან ძნელი იქნება!, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ აშვეთიამ „ტორპედოს“ 2020 წლის თებერვალში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით იმერული გუნდი გასულ სეზონში ეროვნული ლიგიდან გავარდნას გადაურჩა, მიმდინარე სეზონში კი 9 შეხვედრა ჩაატარა და და 5 ფრის წყალობით 10-გუნდიან ჩემპიონაში მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112119