ფეხბურთი

18:15 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანი: "უეფა ძალიან ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ მხოლოდ ფულზე ზრუნავს"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა უეფა გააკრიტიკა. ნიდერლანდელ სპეციალისტს ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი არ მოსწონს და როგორც მან განაცხადა, გუნდებს ძალიან ბევრი თამაშის ჩატარება უწევთ.

კუმანის თქმით, უეფა ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ მხოლოდ ფულზე ფიქრობს და სხვა არაფერი აინტერესებთ.

„მე ვეთანხმები გვარდიოლას ნათქვამს. წარმოუდგენელია ის, თუ რამდენი თამაშის ჩატარება გვიწევს ყოველ სეზონში ყველა ტურნირზე. ყველა სუპერლიგაზე საუბრობს, ახალ ჩემპიონთა ლიგაზე, ახალ ფეხბურთზე. უეფა ლაპარაკობს, ლაპარაკობს, მაგრამ არ უსმენს ხალხს, ვინც ფეხბურთშია, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს. ისინი მხოლოდ ფულზე ზრუნავენ.

ესპანეთშიც იგივეა, ბევრი მატჩია. ხშირად არ არის იდეალურ საათებში ფეხბურთის სათამაშოდ, როგორც მაგალითად ხვალ, საღამოს 10 საათზე. ნორმალურია ფეხბურთის მომავალზე ფიქრი, მაგრამ პირველ რიგში ფეხბურთელების დაცვაზე უნდა ვიფიქროთ.

სუპერლიგის შესახებ პრეზდენტთა ვისაუბრე. მან ამიხსნა თუ რა განზრახვები ჰქონდა კლუბს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოხდა, უმჯობესია ჩემი აზრი არ გამოვთქვა. ბევრი რამ მოხდა, ბევრი კლუბი უკვე გავიდა სუპერლიგიდან. მე არ ვარ ის, ვინც ამ თემაზე უნდა ილაპარაკოს, ეს ადამიანი პრეზიდენტია. მე გუნდი თამაშისთვის უნდა მოვამზადო“, - თქვამ კუმანმა.

0.149365