ფეხბურთი

14:27 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სუპერლიგა კიდევ ოთხმა გუნდმა დატოვა

ევროპის სუპერლიგიდან მილანის „ინტერი“, "მილანი", "იუვენტუსი" და მადრიდის „ატლეტიკოც“ გავიდნენ. იტალიური და ესპანური კლუბების ვებგვერდზე ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ამრიგად, უკვე ყველაფერი ნათელია და ორდღიანი რევოლუციური ცვლილება არ შედგება.

ამ დროისთვის სუპერლიგა ოფიციალურად მხოლოდ „ბარსელონას“ და „რეალს“ არ დაუტოვებიათ. თუმცა, ნათელია, რომ მათი იქ ყოფნა მხოლოდ ფორმალობაა, რადგან ტურნირი გაუქმდა.

0.123353