ფეხბურთი

12:17 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ალაბა ზაფხულში "რეალში" გადავა

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი დავიდ ალაბა ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადაბარგდება. Sky Deutschland-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.

ალაბა „სამეფო კლუბთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ესპანურ გრანდში ის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, რადგან „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

დავიდ ალაბა „ბაიერნის“ ღირსებას 2009 წლიდან იცავს და მიუნხენურ გუნდში ჩატარებულ 427 მატჩში 33 გოლის გატანა მოახერხა. მას ერთი სეზონი „ჰოფენჰაიმში“ აქვს გატარებული, რომლის რიგებში 18 შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115601