ფეხბურთი

11:41 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერს" სეზონის ბოლოს ედ ვუდვორდი დატოვებს

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიმდინარე სეზონის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი ედ ვუდვორდი დატოვებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„მე ძალიან ამაყი ვარ, რომ „იუნაიტედს“ 16 წლის განმავლობაში ვემსახურე და პატივი იყო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში მუშაობა“, - თქვა ვუდვორდმა.

ედ ვუდვორდი „მანჩესტერში“ 2005 წელს გამოჩნდა, ხოლო 2012 წლიდან ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ის ამ პერიოდში არაერთხელ გამხდარა „წითელი ეშმაკებსი“ გულშემატკივრების კრიტიკის ობიექტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127564