ფეხბურთი

11:52 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი „ტოტენჰემის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ჟოზე მოურინიუს მაგიერ მთავარ მწვრთნელად „ლაიფციგის“ 33 წლის დამრიგებელი, იულიან ნაგელსმანი მიიწვიოს - გვამცნობს Daily Mail.

თავად სპეციალისტი თანახმა ყოფილა ლონდონში იმუშაოს. ეგ არის, პრობლემა მისი მაღალი ღირებულება შეიძლება გახდეს. გერმანული კლუბი მზადაა ნაგელსმანი სხვაგან 12 მილიონ ევროდ გაუშვას.

„ლაიფციგი“ 29 ტურის შემდეგ, 61 ქულით ბუნდესლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 აპრილს, „ტოტენჰემმა,“ ცუდი შედეგების გამო, მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიუ პოსტიდან დაითხოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106589