ჩოგბურთი

16:33 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონას ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონას ტურნირში ჩაერთო, თუმცა, პირველივე წრეში დამარცხდა და ასპარეზობას 1/32 ფინალში გამოეთიშა.

ბასილაშვილი ფრანგ ჟერემი შარდს დაუპირისპრდა და დაძაბულ ბრძოლაში მარცხი განიცადა. პირველი სეტი ფრანგმა ერთი ბრეიკის წყალობით 6:4 მოიგო, მაგრამ მეორე სეტში ნიკოლოზი უკეთ ათამაშდა და საკმაოდ ადვილად, 6:3 იმარჯვა.

ყველაფერი მესამე სეტმა გადაწყვიტა, სადაც ბასილაშვილმა თავიდანვე ბრეიკით დაიწყო, მაგრამ მერე უპირატესობა გაანიავა და სეტი 3:6, ხოლო შეხვედრა 1:2 დათმო.

ბასილაშვილმა 5 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მისი მეტოქე ამ კომპონენტებში უკეთესი იყო - 7 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა. ამრიგად, ქართველი ჩოგბურთელი ბარსელონას ტურნირს დაემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113574