ფეხბურთი

13:47 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო "ტოტენჰემიდან" დაითხოვეს

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიო დაითხოვეს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Mirror-ი ავრცელებს.

პორტუგალიელი „მამლებიდან“ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაუშვეს, ბოლო წვეთი კი ლივერპულის „ევერტონთან“ მატჩი გამოდგა (2:2).

მოურინიო „ტოტენჰემს“ 2019 წლიდან ავარჯიშებდა, როდესაც გუნდში მაურისიო პოჩეტინო შეცვალა. მიმდინარე სეზონს ლონდონელები განსაკუთრებით ცუდად ატარებენ და ევროპა ლიგას ზაგრების „დინამოსთან“ სენსაციური მარცხით მერვედფინალში გამოეთიშნენ, ხოლო პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩებიან.

0.113834