ფეხბურთი

12:10 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გარი ნევილი: "დასაჯეთ ყველა კლუბი, ჩამოართვით ქულები და ტიტულები!"

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი გარი ნევილ სუპერლიგის შექმნას გამოეხმაურა და ინგლისური გუნდები გააკრიტიკა. მან ამ გადაწყვეტილება დანაშაულებრივი ქმდება უწოდა და ყველა ინგლისური გუნდის დასაჯა მოითხოვა, რომლებიც სუპერლიგას შეუერთდნენ.

„40 წელია „მანჩესტერის“ გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ამ ფაქტის გამო ზიზღმა ამიტანა. განსაკუთრებულ ზიზღს ვგრძნობ ჩემი „მანჩესტერისა“ და „ლივერპულის“ მიმართ, რომლის სლოგანია - „შენ არასოდეს იქნები მარტო“. ეს ხალხის გუნდებია და მათ სურთ ისეთ ტურნირში შევიდნენ, საიდანაც არც კი გავარდებიან. ეს არის სირცხვილი, დანაშაულებრივი ქმედება. ჩვენ ამ გუნდებს უნდა გადავხედოთ, „მანჩესტერიდან“ დაწყებული, ეს სიხარბეა და სხვა არაფერი. „იუნაიტედის“, „ლივერპულის“, „მანჩესტერ სიტის“ და „ჩელსის“ მფლობელებს საერთო არაფერი აქვთ ინგლისთან, ამ ქვეყანას ფეხბურთის 150 წელზე მეტი ისტორია აქვს, ჰყავს გულშემატკივრები, რომლებიც გუნდს ნებისმიერ სიტუაციაში მხარს უჭერდნენ, ისინი დაცულნი არ არიან.

ფეხბურთისგან ფული მეც ვიშოვე, ახლაც ვშოულობ, ჩავდე ინვესტიცია და ამიტომ არ ვარ წინააღმდეგი იმ ფულის, რომელიც ფეხბურთში მიდის, მაგრამ ასევე ხომ არსებობს პრინციპები და ეთიკა? თუ „ლესტერმა“ პრემიერლიგა მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშოს. ეს არის სწორი და მაგალითი. „არსენალი“ და „იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ არ თამაშობენ და რატომ უნდა იყვნენ ელიტურ შეჯიბრში.

დასაჯეთ ეს ყველა კლუბი, ჩამოართვით ქულები, დააჯარიმეთ, ცხრილის ბოლოში დასვით, წაართვით მოგებული ტიტულები, პრემიერლიგის ტიტული მიეცით ფულჰემს ან ბარნლის, ჩამოაცილეთ ამ ჩემპიონატს „ლივერპული“, „არსენალი“ და „იუნაიტედი“, რომლებიც სამი უძველესი გუნდია და უღალატეს საკუთარ გულშემატკივრებს. ეს არის დანაშაულებრივი ქმედება“, - თქვა ნევილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114414