ავტოსპორტი

10:36 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

წყვილთა რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის პირველ ეტაპი გაიმართა

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წყვილთა რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის პირველ ეტაპი გაიმართა. ღონისძიებაში საერთო ჯამში 38 მოყვარული და 20 პროფესიონალი ავტომრბოლელი მონაწილეობდა. გამარჯვებულები კი ოთხ სხვადასხვა კლასში გამოვლინდა.

საპრიზო ადგილები კლასში Am 2.0:

1 ადგილი - გიორგი ხატიაშვილი #10

2 ადგილი - მიხეილ თათარაშვილი #19

3 ადგილი - დავით არჯევანიძე #16

საპრიზო ადგილები კლასში Am 2.0-3.0:

1 ადგილი - თენგო გოგილაშვილი #18

2 ადგილი - ვატო წაწალაშვილი #15

3 ადგილი - ლევან ხვედელიძე #37

საპრიზო ადგილები კლასში აბსოლუტი AM -ში:

2 ადგილი - მიხეილ ენუქიძე

3 ადგილი - გიორგი ჯოხაძე

საპრიზო ადგილები კლასში PRO OVERALL -ში:

1 ადგილი - სანდრო თავართქილაძე

2 ადგილი - ვატო წაწალაშვილი

3 ადგილი - ბექა ბეშკენაძე

წყვილთა რბოლა ორ ავტომობილს შორის იმართება, რომლებიც სტარტს ერთმანეთის პარალელურად, ან საპირისპირო მიმართულებით იღებს. ორივე ავტომობილი გადის ერთსა და იმავე გზას და აფინიშებს პარალელურად, ან საპირისპიროდ. გამარჯვებულია მონაწილე, რომელიც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს. რბოლა ორ გამარჯვებამდე გრძელდება.

ღონისძიება საქართველოს ავტომობილისტთა კლუბის ორგანიზებითა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა

0.11486