სხვა

0:34 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვუტ ვან აერტმა ამსტელ გოლდის რბოლა მილიმეტრებით მოიგო

„ამსტელ გოლდის“ კლასიკური რბოლა ბელგელი ვუტ ვან აერტის გამრჯვებით დასრულდა. ფოტოფინიშმა გაარკვია, რომ მან რამდენიმე მილიმეტრით აჯობა ბრიტანელ ტომ პიდკოკს, ვისთანაც რამდენიმე დღით ადრე, ბრაბანტსე პიილის რბოლის ფინიშზე დამარცხდა. მესამე ადგილი გერმანელმა მაქს შახმანმა დაიკავა.

ვან აერტმა (ჯუმბო-ვისმა), პიდკოკმა (ინეოს გრენადერსი) და შახმანმა (ბორა-ჰანსგრო), ფინიშამდე 15 კილომეტრით ადრე შეძლეს ძირითადი ჯგუფის ჩამოტოვება. ბოლო კილომეტრზე, როდსაც გაირკვა, რომ პელოტონი მათ დაწევას ვერ შეძლებდა, სამივემ ტემპი დააგდო. სპურტი კი ვან აერტმა წამოიწყო. პიდკოკი გაჰყვა, შახმანმაც შეძლო გაყოლა, მაგრამ თავიდანვე დაყარა ფარხმალი და მესამე ადგილს დასჯერდა.

თავიდან „ჯუმბო-ვისმას“ მრბოლი ერთი ბაიკის სიგრძით დაწინაურდა, თუმცა ბოლო მეტრებზე პიდკოკი დაეწია და ორივემ თითქმის ერთდროულად გადაკვეთა ხაზი. ფოტო ფინიშმა მხოლოდ მილიმეტრებში სხვაობა დააფიქსირა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109728