ფეხბურთი

14:00 | 18.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და პირველივე ტაიმში შეცვალეს (+VIDEO)

ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. ეკატერინბურგის „ურალთან“ შეხვედრის პირველ ტაიმში, 32-ე წუთზე ქართველ შემტევს მოედნის იძულებით დატოვება მოუწია.

ხვიჩა მოედნის ცენტრში წაიქცია და რუსული მედიის ცნობით, მას ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს. აღსანიშნავია, რომ მოედნის დატოვება მხოლოდ ექიმების დახმარებით მოახერხა. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად რა ხარისხის ტრავმა მიიიღო.

აღსანიშნავია, რომ ქართველს არავინ შეხებია და მას შემდეგ წაიქცა, რაც ბურთით მირბოდა, თუმცა, მარცხენა ფეხი დაუზიანდა და წინასწარი ცნობით, ალბათ ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს, რადგან ალბათ თვენახევარი მაინც გაუცდება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგაში 23 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი მიითვალა და ოთხჯერაც პენალტი მოიპოვა.

0.143607