სხვა

4:35 | 18.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პრიმოჟ როგლიჩი შვეიცარიის ტურს და კრიტერიუმ დუ დოფინს გამოტოვებს

ტურ დე ფრანსის ვიცე ჩემპიონი, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი ორ პრესტიჟულ მრავალდღიან რბოლას - შვეიცარიის ტურს (ტურ დე სუის) და კრიტერიუმ დუ დოფინს გამოტოვებს. მის მიზნად კვლავ რჩება ფრანგლ ტურში გამარჯვება და შემდეგ ოლიმპიადაზე წარმატების მიღწევა.

როგლიჩი საგაზაფხულო სეზონს არდენის კლასიკური რბოლებით გააგრძელებს - კვირას „ამსტელ გოლდის“ კლასიკურზე იასპარეზებს, 21 აპრილს ფლეშ ვალონზე გამოვა და 25 აპრილს კი ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟის რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდგ, სრულად გადაერთვება ტურისთვის მზადბაზე და ვარჯიშებს საფრანგეთის ალპებში გააგრძელებს.

ამ სეზონში 31 წლის როგლიჩი წარმატებით ასპარეზობს - პარიზი-ნიცას რბოლისას სამი ეტაპი მოიგო და შემდეგ ბასკეთის ტურზე გაიმარჯვა. მას საკმაოდ რთული ამოცანის შესრულება მოუწევს. ტურ დე ფრანსზე გამარჯვება თავისთავად ურთულესია. მისი დასრულებიდან ერთ კვირაში კი ოლიმპიური რბოლა ელის და ძალების მოსაკრებად დრო თითქმის არ ექნება.

გასულ სეზონში როგლიჩმა დოფინზე იასპარეზა და ერთ-ერთ ეტაპზე ტრავმა მიიღო, რის გამოც, ტურისთვის მზადბის თითქმის ერთი კვირა გაუცდა. შესაძლოა ესეც იყო იმის მიზეზი, რომ ტურზე ლიდერობა ბოლოსწინა ეტაპზე (დროზე რბოლა) დათმო. მის გუნდ „ჯუმბო-ვისმას“ მსგავსი ისტორიის გამეორება არ სურს და თავის ლიდერს, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე მომზადების საშუალებას აძლევს.

„გასულ სეზონში მან ბევრ რბოლაში მიიღო მონაწილეობა. ამჯერად ორ თვეს გამოტოვებს და ამ დროში, საკმარის ენერგიას დააგროვებს იმისთვის, რომ ტურ დე ფრანსზეც და შემდეგ ოლიმპიადაზეც, გამარჯვებისთვის იბრძოლოს. ეს ორი მისი მთავარი მიზანია“, - ამბობს „ჯუმბო-ვისმას“ სპორტული დირექტორი ფრანს მასენი.

0.137006