ჩოგბურთი

0:47 | 18.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მონტე კარლოს მასტერსის ფინალში ციციპასი და რუბლიოვი ითამაშებენ

მონტე კარლოს მასტერსის სერიის ტურნირის ტიტულისთვის, ბერძენი სტეფანოს ციციპასი და რუსი ანდრეი რუბლევი ითამაშებენ. მეოთხე ნომრად განთესილმა ციციპასმა 6-2, 6-1 მოუგო ბრიტანელ დენ ევანსს, ვინც ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩს დაატოვებინა, მეექვსე ნომრად განთესილმა რუბლევმა კი 6-3, 7-5 მოუგო ნორვეგიელ კასპერ რუუდს.

ორივე ჩოგბურთელს პირველად აქვს მონტე კარლოს მასტერსის მოგების შანსი. ციციპასს წელს ტურნირი არ მოუგია, რუბლევის ანგარიშზე კი ერთი ტიტულია. მას მასტერსის სერიის ტურნირი ჯერ არასდროს მოუგია. ციციპასი და რუბლევი მეშვიდედ ხვდებიან ერთმანეთს, წინა ექვსიდან, ორივეს 3-3 მოგება აქვს.

„თავს კარგად ვგრძნობ, ენერგიულად. ჩემი ყველა თამაში ორ სეტში მოვიგე, რაც დიდი პლუსია“, - განაცხადა ციციპასმა, ვინც ევანსთან შეხვედრას თავიდანვე სრულად აკონტროლებდა. ბერძენმა ევანსის მოწოდებაზე ხუთი გეიმი მოიგო.

ციციპასს სულ ხუთი ტურნირი აქვს მოგებული. მათგან ბოლო მარსელის ჭერქვეშა ტურნრია, რომელიც თებერვალში გაიმართა. ამის შემდეგ, საფრანგეთმა სრული ლოკდაუნი გამოაცხადა.

რუბლევმა ტურნირს მისი 11-გზის ჩემპიონი (მონტე კარლოს მასტერსის რეკორდია) რაფაელ ნადალი გამოთიშა. ამ სეზონში მას როტერდამის ტურნირი აქვს მგებული და მას შემდეგ, უკვე მეოთხე ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა.

22 წლის რუუდმა, ვისაც კარიერაში მხოლოდ ერთი ტიტული აქვს მოპოვებული, მეოთხედფინალში მონტე კარლოს ტურნირის აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი, იტალიელი ფაბიო ფონინი დაამარცხა. მან რუბლევთან შეხვედრაც კარგად დაიწყო და მესამე გეიმში, ბრეიკს მიაღწია. თუმცა, მომდვნ ოთხი გეიმი დათმო. მერვე გეიმში თავისი მოწოდბა კი მოიგო, მაგრამ რუსს მომდევნო გეიმში სეტის დასრულება არ გასჭირვებია.

რუბლევმა მეორე სეტიც ბრეიკით დაიწყო და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ ის რუუდს მეოთხედ შეხვდა და ოთხივეჯერ მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115136